ყველა მშობელმა უნდა იცოდეს


ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!!!


მონტესორის მცნებები - ყველა მშობელისთვის გასათვალისწინებელი.

1. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას

2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას

3. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს

4. თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.

5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.

6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.

7. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.

8. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.

9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი.

10. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს

11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას

12. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს

13. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას

14. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.

15. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს

16. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.

17. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.

18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.

19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ
 საუკეთესო, რაც თვით თქვენშია



10 რჩევა მშობელთათვის
ანტუან ეგზიუპერი

 1. ნუ ელოდებითრომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთისეთიიქნებახელი შეუწყვეთრომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

 2. 
ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვისრაც მისთვისგაგიკეთებიათთქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთროგორ უნდა გადაგიხადოთშვილმა მადლობაის სხვას აჩუქებს სიცოცხლესსხვა კიდევ სხვას და .ესმადლიერების შეუქცევადი კანონია.

 3.
თუ გსურთსიბერე არ გაგიმწარდეთწყენას შვილზე ნურასდროსგადმოანთხევთანუ რასაც დასთესთიმას მოიმკით.

 4.
მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებითცხოვრებას ყველა საკუთარიძალების შესაბამისად უძლებსიცოდეთმისთვის ცხოვრების ტვირთიშეიძლება გაცილებით მძიმეავიდრე თქვენთვისრადგან მას ნაკლებიგამოცდილება აქვს.

 5.
არ დაამციროთ!

 6. 
ნუ დაიტანჯავთ თავსთუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ.სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთთუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.

 7.
თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთეს ნიშნავსრომ არასაკმარისადგაგიღიათ.

 8.
შვილი ტირანი არ არისრომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლებაისძვირფასი ფილაარომელიც ცხოვრებამ შესანახადგასაფრთხილებლად და მასშიშემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.

 9.
უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარულიარასდროს გაუკეთოთ სხვას ის,რაც არ გინდათრომ თქვენს შვილს გაუკეთონ.

 10. 
გიყვარდეთ საკუთარი შვილიროგორიც უნდა იყოს იგიუნიჭოუიღბლო,ზრდასრულიიხარეთ მასთან ურთიერთობითრადგან ბავშვი დღესასწაულია,რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.



Комментарии